გამსახურდია კონსტანტინე  ზვიადის ძე
გამსახურდია კონსტანტინე  ზვიადის ძე

გამსახურდია კონსტანტინე  ზვიადის ძე (24. VI. 1961, თბილისი). დიპლომატი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ეტი (1983 ), ასპირანტურა (1986). იყო საქართვ. მეცნ. აკად. გიორგი წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1986–1992); სახელმწ. მთარგმნელი და ევრაზიის ექსპერტი (1992–2005); შვეიცარიის ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ექსპერტი (1997–2004); პოლიტ. მოძრაობა „თავისუფლების“ თავ-რე (2004–2015); გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი (2007);  საქართვე. მე-7 მოწვევის პარლამ. წევრი პარტ. სიით (2008–2012 ); საქართვ. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავ-რე. გ. კ. დაინიშნა გაეროს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშ. კავშირსა და მეტეოროლ. მსოფლიო ორგანიზაციაში საქართვ. მუდმივ წარმომადგენლად (ელჩი, 2011); საქართვ. დესპანად გერმანიაში (X. 2019 – I. 2024); საქართვ. პარლამ. ეროვნ. ბ-კის გენ. დირექტორად (15. I. 2024-დან); არის არა ერთი სამეცნ. სტ. და კვლევის ავტორი. გ. კ.-ს გადაეცა ლიტ. პრემია „მუზა“ წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესესთვის „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის-ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“ (2023).

თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიბულისა): გამსახურდია, კ. (1995). ადრექრისტიანული ქართლის კულტურული მოზაიკა. თბ., პითაგორა; გამსახურდია, კ. (1997). დინების საწინააღმდეგოდ: ისტორიული ნარკვევი ზვიად გამსახურდიაზე. თბ.; გამსახურდია, კ. (2000). პოლიტიკური სცენის მიღმა. თბ., კანდელი; გამსახურდია, კ. (მთარგმნელი). (2002). ვიტრაჟები: მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გერმანული პოეზიიდან.  თბ., საარი, ISBN: 9992839503; გამსახურდია, კ. (2005). ხუთი ლექცია. თბ., საარი.